წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს
19-05-2021

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მზია სილაგაძემ, ნუკრი ნოსელიძემ და ლალი გედენიძემ USAID- ის საბაზისო განათლების პროექტის ფარგლებში ლიდერ მასწავლებელთა ტესტირება წარმატებით გაიარეს. 

სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებას. მის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემოღება და  ინტერაქტიული სასწავლო პროგრამების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203