სიმონიანთხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
19-05-2021
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ისტორიული მოვლენები გაიხსენეს და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ფერადი ქაღალდებისგან 9 აპრილის სიმბოლო - ტიტები დაამზადეს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203