„მუზეუმი“ - თბილისის N192 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
19-05-2021
თბილისის N192 სკოლის მე-2დ კლასში მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „მუზეუმი“.
მასწავლებელმა მოსწავლეებს საქართველოში არსებული მუზეუმები პრეზენტაციის სახით გააცნო. მეორეკლასელებმა გაიგეს, რომ მუზეუმი შესწავლის, განათლებისა და ვიზუალური სიამოვნებისთვის მიზნით იძენს, ინახავს, იკვლევს და გამოჰფენს ადამიანთა შემოქმედების ამსახველ მნიშვნელოვან მასალას.