თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
19-05-2021

„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე“, - თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, თამარ ამირანაშვილთან  ერთად, პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანი?!“ მიხედვით ჩატარდა.

„მოსწავლეებმა სარკეზე დაწერეს ადამიანთა ის ნაკლოვანებები, რომლებიც დაინახეს მათ მიერ შესწავლილ ეპიზოდებში და არგუმენტირებულად დაასაბუთეს თითოეული მათგანი; განსაზღვრეს ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრების მიზნები;
ყურადღება გაამახვილეს  მწერლის ბრალდებებზე პერსონაჟების მიმართ; გაიხსენეს „მეზვერისა და ფარისევლის“ სახარებისეული იგავი; ისაუბრეს აბრაამ მასლოუს ადამიანთა მოთხოვნილებათა პირამიდის შესახებ; განსაზღვრეს ლუარსაბის ადგილი პირამიდაზე და  გამოიტანეს დასკვნები, შეიძლება თუ არა მას ვუწოდოთ პიროვნება;

ბოლოს კი გაუგზავნეს გზავნილები საზოგადოებას:  როგორი უნდა იყოს ადამიანი? ფლიფჩარტზე დახატული სქემის საშუალებით გაანალიზეს, როგორც ხეს სჭირდება არსებობისთვის წყალი, სინათლე, სითბო და კვება, ადამიანსაც სჭირდება მთელი რიგი თვისებები იმისათვის, რომ იცხოვროს და არა იარსებოს!“ - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203