ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთო
19-05-2021
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლაში წიგნის ჩუქების დღე აღინიშნა.
მე-3ა კლასის მოსწავლეები წიგნის ჩუქების კამპანიაში ჩაერთვნენ და ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მწერლების მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებების უსახსოვრეს.
წიგნის ჩუქების დღედ 23 აპრილი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივით დაწესდა.