დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური ნახატების გამოფინეს და შემოქმედებითი შესაძლებლობებიც გამოავლინეს.
სკოლაში ესეების კონკურსიც ჩატარდა, რომელშიც საკმაოდ ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა.
მათ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებიც მოაწყვეს.
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები