ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ბანაკის შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ
19-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ონლაინბანაკის მესამე ნაკადში მონაწილეობენ.
„School camp“ აჭარის სკაუტური ორგანიზაციისა და UNICEF GEORGIA-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც შშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) მხარდაჭერით ხორციელდება.
ფერიის საჯარო სკოლა 4 წარმატებულ სკოლას შორის მოხვდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ბავშვის უფლებები, ჰიგიენა და სანიტარია, სექსუალური ძალადობა, ბანაკური ცხოვრება, კოვიდ19 და საჯარო გამოსვლები.