„ასეთი პატარა საქმეებია დიდი მომავლის საწინდარი“ - ღურტის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
19-05-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მე-4  კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები დაამზადეს. პატარებმა ორიგინალური ხედვა გამოავლინეს და ფერადი ნამუშევრებით ყველა გააოცეს.

„ალბათ ყველას აქვს ბავშვობაში ასეთი ფუსფუსისა და ერთობის გემო გამოცდილი, დარწმუნებული ვარ, მშობლებს, მასწავლებლებს თუ უბრალოდ ამ გვერდის გამომწერებს გახსენდებათ თქვენი თავი მათ ასაკში.

ეს ბავშვები და მათი მსგავსები არიან ჩვენი მომავალი, რომლებმაც უნდა გვასახელონ, ისწავლონ, დაუშვან შეცდომები და ამ შეცდომებით გაკვალულ ნათელ გზას დაადგნენ, სულ სხვაა, როდესაც შენ ნაშრომ-ნაღვაწს აფასებენ.
წარმატებები ბავშვებო!

ასეთი პატარა საქმეებია დიდი მომავლის საწინდარი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203