
„დედამიწა საფრთხეშია“ - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგმა მანანა ვაშაყმაძემ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩაატარა.
ღონისძიებაზე XI კლასის მოსწავლე მარიამ ლომიაშვილმა კავკასიის ეკოლოგიურ პრობლემებზე სიტყვა წარმოთქვა.
მოსწავლეები გაეცვნენ ფოტომასალას აფრიკელი ბავშვების ყოფა-ცხოვრებაზე, მათ ეკოლოგიურ და სოციალურ პირობებზე. საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის მნიშვნელობას.
ღონისძიებას VIII და XI კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები