განისაზღვრა შემთხვევები, როცა სკოლისა და ბაღის თანამშრომლებს სავალდებულო ტესტირება არ ჩაუტარდებათ
19-05-2021
კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შევიდა.
ცვლილების მიხედვით, განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც სკოლისა და ბაღის თანამშრომლებს COVID-19-ზე სავალდებულო ტესტირება არ ჩაუტარდებათ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე პირები - ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% - ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით;
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებში მომუშავე პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა მაქსიმალური (100%) მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულის შუამდგომლობა, ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციურად მუშაობის რეჟიმით.
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს