კულიკამის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების როლი მოირგეს
19-05-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლის მესამე კლასში ქართული ენაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „პროფესიები“.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკაზე, მნიშვნელობასა და როლზე იმსჯელეს.

მესამეკლასელებმა სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების (ექთნის, ექიმის, მზარეულის) უნიფორმები მოირგეს და ამით გაკვეთილი კიდევ უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი გახადეს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203