წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე კომპლექსური დავალებების პრეზენტაცია გამართეს
19-05-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  მე-6 კლასში რუსულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი გაიმართა. 

მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ცხოველების შესახებ ზეპირი პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ პრეზენტაციები ნახატებითა და ფოტოებით გააფორმეს.

დავალება მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ცხოველებისადმი სიყვარულისა და თანაგრძნობის განვითარებასა და რუსული ენისა სამეტყველო უნარების განვითარებას. 

კომპლექსური დავალებები მოსწავლეებმა პედაგოგის, ქეთევან ჯიქიასა და დამრიგებლის, მარინა ალავიძის ხელმძღვანელობით შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203