
„თამარს ვაქებდეთ მეფესა“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში 14 მაისს, თამარ მეფის ხსენების დღეს, მოსწავლეებმა გეგუთის სასახლეში ისტორიული კომპოზიცია წარადგინეს.
ღონისძიებაში მე-11 კლასის მოსწავლე ანასტასია ჩაკვეტაძე (თამარ მეფე), მე-7 კლასის მოსწავლე ნიკა ტალიაშვილი (შოთა რუსთაველი), მე-7 კლასის მოსწავლე საბა კარკაძე (მწიგნობართუხუცესი) მონაწილეობდნენ.
ლექსები წაიკითხეს მე-5 კლასის მოსწავლე მათე ტყეშელაშვილმა, მე-7 კლასის მოსწავლეებმა: ნიკა ტალიაშვილმა და საბა კარკაძემ.
ღონისძიება მოამზადა ისტორიის მასწავლებელმა მაია ნუცუბიძე-ქობულიამ.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა