ახალდაბის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
18-05-2021
შუახევის მუნიციპალიტეტიეს სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.

არჩევნები პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩევლთა ინფორმირების“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის  ცსკო-ს წარმომადგენლის ორგანიზებით სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწალეებისთვის ჩატარდა. 

ცსკო-მ სკოლას პროექტში ჩართულ მოსწავლეებისათვის სერტიფიკატები გამოგზავნა შინაარსით: „საინფორმაციო სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც ადასტურებს პროექტში ჩართულ მოსწავლეთა კვალიფიციურობას;

სერტიფიკატები სკოლის დირექტორმა, თემურ დავითაძემ მოსწავლეებს: ლიკა ზოიძეს, ლიზი დავითაძეს, ზურიკო თავდგირიძეს, მუხრან ზოიძეს, თემური თავდგირიძეს, ლუკა დავითაძეს, თამუნა ზოიძეს, რაინდი დავითაძეს, ვაჟა ზოიძეს, ანრი უსტიაშვილსა და თორნიკე ზოიძეს საზეიმოდ გადასცა და მათ წარმატება უსურვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203