ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინიკო ბიძინაშვილი izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
19-05-2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინიკო ბიძინაშვილი izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. 

მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203