წინარეხის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
18-05-2021
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაწყებით კლასებში ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და გაეცნენ ქართული ენის დაარსების ისტორიას. აქტივობა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო იყო. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარინა სიხუაშვილი, ნინო მერებაშვილი და ევა მარჯანიძე.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203