რეხის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შემეცნებითი და სახალისო აქტივობები მიეძღვნა
18-05-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაწყებითი კლასის პედაგოგებმა: თამარ ხუციშვილმა და ნინო მამიჯანაშვილმა თავიანთ სადამრიგებლო კლასებში ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიებები. დედაენის დღეს მიუძღვნეს შემეცნებითი და მხიარული აქტივობები. ღონისძიებაში მოსწავლეები მხიარულად და აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

იხილეთ ვიდეო 1:

იხილეთ ვიდეო 2: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203