ახალბედისეულის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს
18-05-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.

ახალბედისეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. ერთ-ერთი ეროვნული გმირის, ნანა მელქაძის ფესვები, სოფელ ახალბედისეულიდან იწყება. მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელებაზე.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203