ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დეკორატიული და კურკოვანი მცენარეები დარგეს
18-05-2021
დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლაც შეუერთდა.
სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის, მარინა ღორჯომელაძის ინიციატივით, სკოლის ბაზაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე დეკორატიული და კურკოვანი მცენარეები დაირგო. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება და მწვანე გარემოს შენარჩუნება იყო.
22 აპრილი დედამიწის დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს