ოჟიოს საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ლამაზი ღონისძიება გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლამაზი ღონისძიება გაიმართა. მასში მე-3 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ცერემონიალის გახსნას სკოლის პედაგოგები: ნანა მაკაროვი და ლეილა გოგიშვილი ხელმძღვანელობდნენ.
მოსწავლეებმა ქართულ ენასთან დაკავშირებული ლექსები და ციტატები წარმოთქვეს. მათ სიმღერები და ცეკვებიც შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები