ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის მორიგი ტური ჩატარდა
18-05-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ მორიგი ტური ჩატარდა.

თამაში მოსწავლთა თვითმმართველობის მიერ დაარსებული ინტელექტუალური კლუბის წევრმა, თამთა გოლომანიძემ მე-11 და მე-12 კლასებში ჩაატარა.

ორივე კლასის მოსწავლეებმა დასმული შეკითხვების ირგვლივ ლოგიკურად და საინტერესოდ იმსჯელეს. გუნდებმა თანაბარი ქულები დააგროვეს. დამატებითი ტურის შედეგად, ერთი ქულის სხვაობით მე-11 კლასის გუნდმა გაიმარჯვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203