გამარჯვების საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ არაბულმა „ეკოგმირი“ შექმნა
18-05-2021

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე მარიამ არაბულმა ეკოგმირი - „ეკოლოგი“ წარმოადგინა.

მარიამმა გამოიყენა შემდეგი მასალა: პლასტმასის გადაჭრილი ბოთლი, საღებავი, ლაქი, ქსოვილის ნარჩენი. 

„ეს არის დეკორატიული ქოთანი, რომელიც გვეხმარება ბუნების დაცვაში. ამით ჩვენ აღარ ვაბინძურებთ გარემოს პლასტმასით და ვუფრთხილდებით ბუნებას, ამ ქოთანზე გამოსახულია გოგონას სახე, ბადით გაკეთებული აქვს თმები,“-ამბობს მარიამი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203