ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერმა და განათლების მინისტრმა მოინახულეს
18-05-2021
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა.
ჩატარებულ სამუშაოებს პრემიერი და მინისტრი ადგილზე გაეცნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს.