ბათუმის N25 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში
ბათუმის N25 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები