სამშვილდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
18-05-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება დედაენასთან დაკავშირებით და დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მიმართ.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები და ამონარიდები პუბლიცისტური წერილებიდან. ღონისძიების დასასრულს, ყველამ ერთად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

სკოლას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ეწვივნენ., რომლებსაც დავალებული ჰქონდათ ეთნიკურ უმცირესობებთან შეხვედრები იურიდიულ მომსახურებასთან დაკავშირებით. შეხვედრა ნაყოფიერად, კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა. აღინიშნა,რომ ეთნიკური უმცირესობისათვის იურიდიული კონსულტაცია უფასო იქნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203