
საჯარო სკოლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მოსწავლე ჰყავთ, სამედიცინო კაბინეტი 2021 წლის 15 სექტემბრამდე უნდა მოაწყონ, სხვა სკოლებს კი ვადა 2022 წლის 15 სექტემბრამდე აქვთ. თუ რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტის მოწყობაზე? - etaloni.ge ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორის, ზაურ პავლიაშვილის მოსაზრებას გთავაზობთ:
- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?
- მივესალმები, თუკი სკოლებში სამედიცინო კაბინეტები მოეწყობა. ეს აუცილებელიცაა. ამ ეტაპზე ჩვენ სკოლაში არ გვაქვს კაბინეტის მოსაწყობად შესაბამისი ფართი. ნაქირავებ შენობაში ვიმყოფებით, თუმცა ახალი სკოლა გვიშენდება, სადაც სამედიცინო კაბინეტიც მოეწყობა და ალბათ, შესაბამის კადრსაც გამოგვიყოფენ.