სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა გულორდავამ izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატი დაიმსახურა
ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ბექა გულორდავა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლეს მისი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.