ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ახალი შემეცნებითი პროექტი დაიწყო
18-05-2021

ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ ახალმა შემეცნებითმა პროექტმა - „FaceLab“ სტარტი აიღო!

„FaceLab“ არის ონლაინ შემეცნებითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეფექტური და ეთიკური კომუნიკაციის უნარ-ჩვებების გამომუშავებასა და გაძლიერებას, როგორც ციფრულ, ასევე ცოცხალ სივრცეში.
პროექტში მონაწილეობენ სკოლა „პროგრესის“ VIII, IX და X კლასის მოსწავლეები სამივე ქალაქიდან.

„მონაწილეები პროექტის განმავლობაში ჩაერთვებიან სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში, შეიძენენ და დახვეწენ ციფრულ სამყაროში კომუნიკაციის უნარებს.

პროექტის ბოლოს კი მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ კონკურსში - ჰაკათონში, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან წამახალისებელი პრიზებით.

პროექტი არაფორმალური და ინოვაციური განათლების ფარგლებში ტარდება და მას სკოლა „პროგრესის“ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ანა შალიკიანი უძღვება“, - წერია ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203