გაჭედილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები მოიპოვეს
გიზო წულაიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - ნინო ბაღიშვილი და ანრი ბჟალავა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო