საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან საინტერესო ნივთები დაამზადეს
18-05-2021
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. 

მოსწავლეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მდგრადი მართვის პოპულარიზაციის მიზნით, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან უამრავი საინტერესო ნივთი დაამზადეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყანა მათ შორის საქართველოც მონაწილეობს.
    
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203