
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მე-IX კლასმა პროგრამის -„მომავლის თაობა“ ფარგლებში, პროექტზე - „ჯანსაღი ცხოვრება (არა თამბაქოს)“ მუშაობა დაასრულა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა, შემდეგ კი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაიმართა ლექცია-საუბრები თამბაქოს უარყოფით შედეგებზე.
„მე-9 კლასელებმა ასევე თემში და სკოლის ტერიტორიაზე გაავრცელეს სტიკერები - „ვუთხრათ არა თამბაქოს“, რომელიც თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა მოგვაწოდა. მადლობა „მომავლის თაობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები