„ჰიგიენის წახალისება სკოლაში“ - ორბეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროგრამა განხორციელდა
18-05-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის საჯარო სკოლაში ორგანიზაციამ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ “ პროგრამა „ჰიგიენის წახალისება სკოლაში“ განახორციელა.
ორგანიზაციამ ორბეთის საჯარო სკოლას მადლობის წერილი გადასცა, ხოლო მონაწილეები ორენოვანი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
პროექტის ორგანიზატორებმა სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ კვლავ ითანამშრომლონ სკოლასთან და განახორციელონ მსგავსი პროექტები.