
ახმეტის მუნიციპალიტეტის ქისტაურის საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების პრევენციის თემაზე საკლასო პროექტზე მუშაობა დაიწყეს.
აღნიშნულ თემაზე მოსწავლეებმა გამოკითხეს სკოლის სხვადასხვა ასაკის ბავშვები, საიდანაც გაირკვა, რომ უმრავლესობა ნაკლებად ფლობს ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეათეკლასელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ბავშვებს მიაწოდონ ინფორმაცია ნაადრევი ქორწინებით კანონის დარღვევასა და მის უარყოფით შედეგებზე.
იხილეთ ფოტოები