„ჩვენი გზა საზოგადოებისკენ“ - აჭყვისთავის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა
18-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებაში „გაკვეთილი-კონკურსი“ ჩატარდა თემაზე - „ჩვენი გზა საზოგადოებისკენ“. 

მეცხრე კლასში სხვადასხვა აქტივობით შეჯამდა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო.

„მიზანდასახულთა“ და „დემოკრატთა“ დისტანციურად მომუშავე გუნდებმა პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს.  ისინი ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობაშიც შეეჯიბრნენ. 

საინტერესოდ წარიმართა გაკვეთილიც. მოსწავლეებმა საკითხების საფუძვლიანი ცოდნა გამოამჟღავნეს.

საგაკვეთილო პროცეს იზაბელა კახიძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203