წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლაში ინტერაქტიული დაფის გამოყენებით კათედრების მიერ დაგეგმილი გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.
პირველი გაკვეთილი მე-3 კლასში ბუნებაში დაწყებითების კათედრამ ჩაატარა. საგაკვეთილო პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და როგორც მოსწავლეებში, ასევე, დამსწრე პედაგოგებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
სკოლის აღსაზრდელები ემოციებს ვერ მალავდნენ და ინტერაქტიული დაფის გამოყენებით დაგეგმილი გაკვეთილის სამომავლოდ ჩატარებასაც მოითხოვდნენ.