ბანოჯის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
18-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და აუტიზმის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები ნახატის, ესსეს, ლექსის, პოსტერის და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც. სკოლის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოება ერთსულოვნად შეჯერდა სკოლის ასერტიულ და ემპატიურ განწყობაზე.
„ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ მზაობა მიიღონ და დაუმეგობრდნენ ყველანაირი შესაძლებლობის ადამიანს მათი განსხვავებულობის მიუხედავად“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ტექსტში.
ღონისძიებების ჩატარების ფაქრს მიესალმა სკოლის დირექტორი, ნინო წილოსანი. მან მადლობა ღონისძიებების გადაუხადადა ხელმძღვანელებს - ნინო კახნიაშვილს და ლელა მეგრელიშვილს. დირექტორმა შთაბეჭდილებების დაფაზე პირველმა დატოვა კომენტარი, რომ „ერთობა ძლიერებაა“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს