„ჰაერის დაბინძურება და მისი თავიდან აცილების საშუალებები“ - საგარეჯოს N4 სკოლის მერვეკლასელები მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორს შეხვდნენ
18-05-2021

საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში სტუმრები, საქართველოს დაცული ტერიტორიების მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი ზვიდი ტიგინაშვილი და მისი თანამშრომლები - ნინო გაბროშვილი და მურმან ებრალიძე იმყოფებოდნენ.
 
სამუშაო შეხვედრა ქიმიის მასწავლებლის, ნანული როსტიაშვილის ორგანიზებით, VIII კლასის მოსწავლეებთან კომპლექსური დავალების ფარგლებში შედგა.

შეხვედრის თემა იყო - „ჰაერის დაბინძურება და მისი თავიდან აცილების საშუალებები“.

მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გარემოს დაცვით ღონისძიებებზე, ტყის როლზე ჰაერის სისუფთავის დაცვაში და საქართველოს კანონმდებლობის საკითხებზე გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203