„მომავალი თაობის როლი ქვეყნის განვითარებაში“- თბილისის N124 სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
18-05-2021
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლას იურიდიული კომპანია „ლეგალ დეველოპმენტის“ ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე და სამართლის სკოლის სტუდენტები ესტუმრნენ.

სკოლაში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის „ცოდნა ძალა“ შეხვედრა გაიმარღა თემაზე - „მომავალი თაობის როლი ქვეყნის განვითარებაში“. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

„მადლობა ბატონ გიორგის, ის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულია და საინტერესო ინიციატივებს ყოველთვის ჩვენი სკოლიდან იწყებს,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203