გვიშტიბის საჯარო სკოლაში „კალიგრაფისტთა კონკურსი“ ჩატარდა
18-05-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გვიშტიბის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში  „კალიგრაფისტთა კონკურსი“ ჩატარდა.

მოსწავლეები კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. მათ ლამაზი კალიგრაფიული ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოვლინდა გამარჯვებულებიც. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ ორგანიზებულ კონკურსს „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი, ნანა კაცაძე დაესწრო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203