„ადამიანი და ბუნება“ - წყალტუბოს N2 სკოლის მოსწავლეებს ტყეში სახალისო აქტივობა ჩაუტარდათ
18-05-2021
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლებმა და დამრიგებელმა, მედეა მოდებაძემ კლასის საათის ფარგლებში აქტივობა „ადამიანი და ბუნება“ გამართეს.
ღონისძიებისთვის ხომულის წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე შეირჩა. სუფთა ჰაერმა და სახალისო აქტივობებმას მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა შეუქმნა.
მათ გამოთქვეს იმედი, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ხშირად ჩატარდება.