„თამარს ვაქებდეთ მეფესა“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თამარ მეფის ხსენების დღეს კვირეული მიეძღვნა
18-05-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში თამარ მეფის ხსენების დღეს კვირეული - „თამარს ვაქებდეთ მეფესა“ მიეძღვნა.

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს. ნამუშევრების ავტორები მე-2 კლასის მოსწავლე, მარიამ მარგიევა, მე-3 კლასის მოსწავლეები, ელენე ლიპარტელიანი, იოსებ ხარაბაძე და ქრისტინე ვარდანიძე, მე-4 კლასის მოსწავლე ლიზი თურმანოვი, მე-5 კლასის მოსწავლეები -  ვლადიმერ სალუქვაძე, ლიზიკო ქომეთიანი, დაჩი კუხალაშვილი, ზურაბ ჯოხაძე, მე-6 კლასის მოსწავლე, ეთერ ასლანიკაშვილი, ზურა ჯოხაძე და მე-9 კლასის მოსწავლე, ლიზი გურეშიძე იყვნენ.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა,  ლიზიკო ქომეთიანი და საბა თუთბერიძე ხელნაკეთი ჯვრები შექმნეს.

თამარ მეფეზე ვაჟა-ფშაველას ლექსი  მე-5 კლასის მოსწავლეებმა, საბა თუთბერიძემ, ანანო და  ლიზი ქომეთიანებმა წაიკითხეს. კლ.ხელ.ლი ქეთევან სვანიძე.  ლექსები, ასევე, წაიკითხეს პირველი კლასის მოსწავლეებმა სანდრა თუთბერიძემ და თამარ კიკალიამ, მე-9 კლასის მოსწავლემ ნინი კირთაძემ და მე-7 კლასის მოსწავლემ, საბა კარკაძემ.

თამარ მეფის მოღვაწეობაზე პრეზენტაცია მე-9 კლასის მოსწავლემ, ლიზი გურეშიძემ წარმოადგინა.

იხილეთ ფოტო - და ვიდეომასალა:










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203