ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში ისტორიის კლუბის წევრთა შეხვედრა თამარობას მიეძღვნა
17-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ზემო წინსვლის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, ზემო წინსვლის საჯარო სკოლის ისტორიის კლუბის წევრთა შეხვედრა ჩატარდა, რომლიც თამარობას მიეძღვნა. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მეფე, რომლიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში; ვრცლად ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ და ასე, კიდევ ერთხელ, მიაგეს პატივი წმინდანად შერაცხულ მეფეს თამარს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203