პირველი კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს 900 ლარიან ნეთბუქებს გადასცემენ - ნახეთ დიზაინი და პარამეტრები
17-05-2021

2021-2022 სასწავლო წლის პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის სახელმწიფომ 45 500 ნეთბუქი შეისყიდა, რისთვისაც ჯამში 40 950 000 ლარი დაიხარჯა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „იუჯითმა“ გაიმარჯვა. სწორედ მას დაევალა 2021 წლის 15 სექტემბრამდე რესურსცენტრებისთვის შესაბამისი ოდენობის ნეთბუქების მიწოდება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ერთი ნეთბუქის ყიდვაში 900 ლარს იხდის. 

პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს ნეთბუქები 15 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყების დღეს გადაეცემათ.

სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

კომპიუტერის პარამეტრები

იხილეთ, როგორი დიზაინის უნდა იყოს პირველკლასელებისა და მათი დამრიგებლებისთვის განკუთვნილი ნეთბუქები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...