თბილისის N118 სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მარი უზოიანს, მარიამ რევაზიშვილს, ლიზი ბარნოვს, ნია ხუბუნაიას, თამარ გაგელიძეს, ნიკა ხუბუნაიას, ჯეკო ხუციშვილს, მარიამ გიგაურს და გაბრიელ ლორთქიფანიძეს მათი წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: