თბილისის N69 სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში I ხარისხის სერტიფიკატები დაიმსახურეს
თბილისის N69 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ანასტასია სონღულაშვილი და ელენე ჯაფარიძე izrune.ge-ს მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს I ხარისხის სერტიფიკატები გადაეცათ.
მათემატიკური აზროვნების ოლიმპიადა საგანმანათლებლო პორტალ
izrune.ge-ზე 29 აპრილს გაიმართა.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტო