„ენა ბურჯია ერისა“ - ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
17-05-2021
ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით მე-3გ კლასში დამრიგებლის, მზევინარ დეისაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება „ენა ბურჯია ერისა“ ჩატარდა.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში სწორი მეტყველებისა და წერის პოპულარიზაცია იყო.
სკოლის აღსაზრდელებმა წარმოთქვეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ფრაზები და ლექსები, ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე. მესამეკლასელებმა წარმოთქვეს აიაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სიტყვები ქართული ენის შესახებ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს