
„დედაენა - ჩვენი მეგზური“ - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოთქვეს სიტყვები, რომელშიც ქართული ენისა და დედაენის სიყვარული გამოავლინეს.
ღონისძიებას მასწავლებელი ლელა ფანცხავა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო