„მეგობრობა უპირველეს ყოვლისა“ - ფერიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
17-05-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს თემაზე: „მეგობრობა უპირველეს ყოვლისა“.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მეგობრობასთან დაკავშირებით ლამაზი, ბრძნული და მრავლისმეტყველი სიტყვები და ლექსებით წარმოთქვეს.
მათ სიმღერები შეასრულეს და მეგობრობის თემაზე იგავებიც გაიხსენეს.
ღონისძიება კლასის ხელმძღვანესლის, ქეთევან გოგიტიძის ორგანიზებით ჩატარდა.
„სკოლის მოვალეობა არა მარტო მოსწავლეებისათვის აკადემიური ცოდნის მიცემაა, არამედ სკოლა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. მისი მოვალეობა ადამიანის მრავალი თვისების განვითარებაა, ისეთი თვისების როგორიცაა მეგობრობა. მეგობრობა ეს არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება - სწორედ ამ დევიზით ზრდის ფერიის საჯარო სკოლა თავის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს