
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის, „სკოლის გარემო ჩვენი სიამაყეა“ ფარგლებში, ნერგები დარგეს და დედამიწის საერთაშორისო დღე ასე აღნიშნეს.
„ცეცხლოვანი ტუიის 10 ნერგი, ჩვენმა სკოლამ მიიღო საჩუქრად. დიდი მადლობა ეკა ბენაშვილსა და ნათია ლობჯანიძეს.
შეგახსენებთ, რომ პროექტი მიმდინარეობს ახალგაზრდული იდეის დაფინანსებით, რომელსაც კოორდინირებას უწევს ჯაბა ჯამასპიშვილი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები