„დედამიწა ჩვენია“ - ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
17-05-2021
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის ფიზიკის კლუბის ორგანიზებით, პროექტი „დედამიწა ჩვენია“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა. ვიქტორინის კითხვები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან მომზადდა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთვნნენ და თავიანთი ცოდნა გამოავლინეს.